თავში

COVID-19 ცხოველური წყარო იდენტიფიცირებული არ არის - ჯანმო

​COVID-19 ცხოველური წყარო იდენტიფიცირებული არ არის - ჯანმო
COVID-19 ცხოველური წყარო იდენტიფიცირებული არ არის - ჯანმო

COVID-19-ის პირველადი ცხოველური მატარებელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ვუჰანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცინხუას უნივერსიტეტის ექსპერტის, ლიან ვანიანის თქმით, ღამურები და პანგოლინები COVID-19-ის ცხოველურ წყაროდ გამოირიცხა.

"კორონავირუსი, რომელიც ყველაზე ახლოსაა SARS-CoV-2-თან, ღამურებსა და პანგოლინებში გვხვდება, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ისინი ვირუსის კერები არიან. თუმცა, ვირუსები, რომლებიც აქამდე იყო იდენტიფიცირებული, არ ჰგავს SARS-CoV-2-ს ისე, რომ SARS-CoV-2-ის პირდაპირი წინამორბედი იყოს", - განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტების თქმით, ახალ კორონავირუსს შეეძლო ვუჰანის გარეთ მდებარე რეგიონებში ცირკულირება ჯერ კიდევ სანამ პირველი შემთხვევები დადასტურდა. თუმცა, ვანიანის თქმით, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19 ვუჰანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფი თვლის, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიაც ნაკლებ სავარაუდოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system