თავში

Covid-ვაქცინის ორი დოზა "ომიკრონისგან" დასაცავად საკმარისი არ არის

​Covid-ვაქცინის ორი დოზა "ომიკრონისგან" დასაცავად საკმარისი არ არის
Covid-ვაქცინის ორი დოზა ომიკრონისგან დასაცავად საკმარისი არ არის

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორდოზიანი სქემები კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგ საკმარის ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს და ეს კოვიდგადატანილებისა და აცრილებისთვის ინფიცირების ალბათობას ზრდის. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც AstraZeneca-Oxford (AZN.L) ან Pfizer-BioNTech (PFE.N) ვაქცინების 2 დოზით იყვნენ აცრილები.

ამასთან კვლევაში ხაზგასმულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, "ომიკრონის" წინააღმდეგ ანტისხეულების დაბალი დონე, რომლებიც ინფექციას ებრძვის, შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი მათში, ვინც დამტკიცებული ვაქცინების ორი დოზა მიიღო.

"ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სურათის მხოლოდ ერთი მხარეა. ისინი მანეიტრალებელ ანტისხეულებს მხოლოდ მეორე დოზის შემდეგ განიხილავენ, თუმცა უჯრედულ იმუნიტეტის შესახებ არ გვეუბნებიან, რაც ასევე შემოწმდება", - აღნიშნა ოქსფორდის პროფესორმა, მეთიუ სნეიპმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system