თავში

Covishield კოვიდვაქცინების წარმოებას ანახევრებს

​Covishield კოვიდვაქცინების წარმოებას ანახევრებს
Covishield კოვიდვაქცინების წარმოებას ანახევრებს

ინდური Covishield, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებას ორჯერ ამცირებს. მიზეზი შეკვეთების ნაკლებობაა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ადარ პუნავალას თქმით, კომპანიას ახალი შეკვეთები არ აქვს, ამიტომ ინდოეთის მთავრობასთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მას ვაქცინების წარმოების განახევრება მოუწევს.
გარდა ამისა, პუნავალამ აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა შეკვეთები მოდის Covax პლატფორმიდანაც, რომელიც ვაქცინებს ღარიბ ქვეყნებს აწვდის.

მედია აღნიშნავს, რომ კომპანია ამჟამად Covishield-ის ვაქცინის 500 მილიონი დოზის რეზერვს ფლობს, რომელიც შრატის ინსტიტუტის მიერ დამზადებულ, AstraZeneca-ს ვაქცინის ადგილობრივი ვერსიას წარმოადგენს. ინდოეთში Covishield-ზე აცრების 90% (1.3 მილიარდი დოზა) მოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი იანვრისთვის თავისი ზრდასრული მოსახლეობის 51%-ის სრულ ვაქცინაციას გეგმავს. ასევე, მოსახლეობის დაახლოებით 85%-მა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system