თავში

დააკავეს ორი ადამიანი, რომლის ძაღლმაც 12 დღის ბავშვი მოკლა

დააკავეს ორი ადამიანი, რომლის ძაღლმაც 12 დღის ბავშვი მოკლა
დააკავეს ორი ადამიანი, რომლის ძაღლმაც 12 დღის ბავშვი მოკლა

ინგლისში, იორკშირში 12 დღის ბავშვი ძაღლმა დაკბინა, ის მრავალი მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

"ერთი შეხედვით ძაღლი ფუმფულა და საყვარელი ჩანდა, გეგონებოდა, რომ არავის არაფერს ავნებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ადგილობრივმა პოლიციამ ძაღლის მეპატრონე ქალი და მამაკაცი დააკავა. მათ ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლით მოსპობაში ედებათ.

თვითმხილველთა თქმით, ძაღლს იმდენად ძლიერად ჰყავდა ბავშვი დაჭერილი, რომ სამმა პოლიციელმა ძლივს გამოგლიჯა. 

ინციდენტის სხვა დამატებითი დეტალები, ასევე რა პირობებში მოხდა ბავშვზე თავდასხმა, ამ დრომდე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system