თავში

დაარღვევს თუ არა ლონდონი ბრექსითის შეთანხმებას?

დაარღვევს თუ არა ლონდონი ბრექსითის შეთანხმებას?
დაარღვევს თუ არა ლონდონი ბრექსითის შეთანხმებას?

ბრიტანეთის პარლამენტში დღეს ბრექსითის შეთანხმებაში პრემიერ ბორის ჯონსონის ცვლილებას უყრიან კენჭს. ცვლილებას მხარს არ უჭერს ევროკავშირი და მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად ჯონსონის პარტიაშიც.

ბრიტანეთის შიდა ვაჭრობის კანონპროექტი ეგრეთ წოდებულ ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს შეეხება, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების ნაწილია და ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის "მყარი საზღვრის" დაბრუნებას გამორიცხავს. ჯონსონი აცხადებს, რომ კანონპროექტი კონკრეტულ სფეროებში მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებს აზუსტებს. მიუხედავად ამისა, ცვლილებებს ეწინააღმდეგება მმართველის პარტიის ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ თუ შეთანხმება დაიდო დედოფლის სახელით, ის შეთანხმებისამებრ უნდა უნდა შესრულდეს.

"როდესაც მინისტრი დედოფლის სახელით იძლევა სიტყვას, ეს აქსიომა უნდა იყოს, რომ ის ამ სიტყვას შესრულებს, მიუხედავად იმისა, მისი შედეგები როგორი იქნება", - განაცხადა ჯონსონის ყოფილმა პროკურორმა ჯეფრი კოქსმა.

ბრიუსელმა ლონდონისგან ცვლილების შეჩერება მოითხოვა. მათი განცხადებით, ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის მომავალ პარტნიორობაზე მოლაპარაკებები მხოლოდ ბრექსითის სრული შეთანხმების შესრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system