თავში

დაავადებები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში საფრთხის შემცველია

დაავადებები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში
დაავადებები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში საფრთხის შემცველია

მეცნიერებმა დაასახელეს დაავადებები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების რისკს ზრდის. ამის შესახებ Daily Mail ორგანიზაცია ISARIC ექსპერტების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

სპეციალისტებმა ბრიტანეთში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის 16 749 ფაქტი შეისწავლეს. მათი თქმით, პაციენტების 53 პროცენტს სულ მცირე ერთი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ასეთ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 პროცენტით უფრო დიდი იყო.

ყველაზე საშიშ თანმდევ დაავადებად დემენცია დასახელდა. ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგის ალბათობა 39 პროცენტით უფრო მეტია. 37 პროცენტით ზრდის რისკებს ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები კი - 31 პროცენტით.

სპეციალისტების თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გარდაცვალების ალბათობას ზრდის ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system