თავში

დაბადების დღის წვეულებაზე სროლისას 9 არასრულწლოვანი დაიჭრა

დაბადების დღის წვეულებაზე სროლისას 9 არასრულწლოვანი დაიჭრა
დაბადების დღის წვეულებაზე სროლისას 9 არასრულწლოვანი დაიჭრა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, 12 წლის მოზარდის დაბადების დღეზე, სავარაუდოდ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება დაიწყო, რასაც შემდეგ სროლაც მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს.

წვეულებაზე, რომელსაც 60 ახალგაზრდა ესწრებოდა, სროლა საღამოს საათებში დაიწყო. 

შედეგად, 9 არასრულწლოვანი დაიჭრა. 7 მათგანი მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. ორი მძიმედ დაჭრილი მკურნალობას აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო დაკავებული არავინაა, რადგან პოლიციის განცხადებით, გამოძიებასთან არავინ თანამშრომლობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system