თავში

დაბალი ფიზიკური აქტივობა COVID-19-ით სიკვდილის რისკს სამჯერ ზრდის

დაბალი ფიზიკური აქტივობა COVID-19-ით სიკვდილის რისკს სამჯერ ზრდის
დაბალი ფიზიკური აქტივობა COVID-19-ით სიკვდილის რისკს სამჯერ ზრდის

ამერიკელი ექიმების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ფიზიკური უმოქმედობა კორონავირუსით სიკვდილის რისკს თითქმის სამჯერ ზრდის. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნდა.

კალიფორნიის სამედიცინო ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს 48 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ.

"ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაბალი ფიზიკური დატვირთვა იყო SARS-CoV-2 ინფექციის ყველაზე საშიში რისკის ფაქტორი, მათ შორის მოწევასთან, სიმსუქნესთან, დიაბეტთან და ჰიპერტენზიასთან შედარებით", - ნათქვამია კვლევაში.

აღინიშნა, რომ ინფიცირებულთა 9%, რომლებიც საავადმყოფოში აღმოჩნდნენ, დაბალი აქტივობის გამო მოხვდნენ იქ. გარდა ამისა, მან 70%-ით გაზარდა ინტენსიურ თერაპიაში მოხვედრის რისკი.

კალიფორნიის ექიმებმა მოუწოდეს კოლეგებს, საზოგადოებასთან მუშაობის დროს ეს ფაქტი გაითვალისწინონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system