თავში

დაჭრილი რეჟისორის პირველი კომენტარი ბოლდუინის ტრაგიკული გასროლის შემდეგ

დაჭრილი რეჟისორის პირველი კომენტარი ბოლდუინის ტრაგიკული გასროლის შემდე
დაჭრილი რეჟისორის პირველი კომენტარი ბოლდუინის ტრაგიკული გასროლის შემდეგ

კინორეჟისორი ჯოელ სუზა აცხადებს, რომ მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალების გამო შეძრულია. მან საზოგადოებას ყურადღებისა და გამოვლენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

მისი თქმით, ჰოლინა ჰაჩინსი იყო გამორჩეულად კეთილი, განსაკუთრებულად ნიჭიერი და ყოველთვის აძლევდა სტიმულს გამხდარიყო უკეთესი. 

"ჩემი ფიქრებით ახლა ჰოლინას ოჯახის წევრებისა და მეგობრების გვერით ვარ, ამ ყველაზე რთულ მომენტში. მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი კინემატოფრაფთა საზოგადოებისგან, ადგილობრივი მოსახლეობისგან და ათასობით უცხო ადამიანისგან. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში," - აღნიშნა რეჟისორმა.  

ცნობისთვის, სასამართლოს ჩანაწერებით ირკვევა, რომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ფატალურ გასროლამდე უთხრეს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო.

BBC-ის ცნობით, პირი, რომელსაც იარაღის შემოწმება ევალებოდა 20 წლისაა და ეს აღნიშნულ პოზიციაზე მისი პირველი სამუშაო იყო.

შეგახსენებთ, მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაიჭრა ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სუზა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system