თავში

დაიხურება თუ არა ველური ცხოველების ბაზრობა - VIDEO

დაიხურება თუ არა ველური ცხოველების ბაზრობა - VIDEO
დაიხურება თუ არა ველური ცხოველების ბაზრობა - VIDEO

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზული წნეხის ქვეშ პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ მოექცა. ორგანიზაციას მისი 72 წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი ზეწოლა ჯერ არ უგრძვნია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მასშტაბურმა გარემოს დაცვის ჯგუფმა ღია წერილი გაუგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მოუწოდეს ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ გარეული ცხოველების ბაზრები სამუდამოდ დაიკეტოს, რადგან სწორედ ეს ადგილები ხშირად ვირუსის გავრცელების წყარო ხდება. 

ასე მაგალითად, მიჩნეულია, რომ კორონავირუსების ოჯახი სწორედ გარეული ცხოველიდან, კერძოდ კი ღამურისგან გავრცელდა. იგივე თეორია არსებობს ებოლასთან დაკავშირებითაც. ასეთ ბაზრებში იყიდება მკვდარი და ცოცხალი ცხოველები ძაღლებიდან დაწყებული ღამურებით დამთავრებული. 

მას შემდეგ, რაც Covid-19 გავრცელდა ექსპერტებმა ყველა ასეთი ბაზრის დაკეტვა მოითხოვეს. ჩინეთმა დროებით შეაჩერა მსგავსი სავაჭრო ადგილები, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მოვაჭრეებმა კვლავ დაიწყეს იგივე საქმიანობა და ახლა პროცესმა "ონლაინ" სივრცეშიც კი გადაინაცვლა.

წყარო: Indepedent

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს. სრული რეზოლუციით მის სანახავად დააჭირეთ ორჯერ მისი ჩართვის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system