თავში

დაკარგულ ტელეფონში მაიმუნის სელფები იპოვეს

დაკარგულ ტელეფონში მაიმუნის სელფები იპოვეს
დაკარგულ ტელეფონში მაიმუნის სელფები იპოვეს

მალაიზიაში მცხოვრებმა სტუდენტმა საკუთარ ტელეფონში მაიმუნის უამრავი სელფი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც დაკარგული მობილური რამდენიმე დღის შემდეგ ჯუნგლებში იპოვა.

ინფორმატიკის სტუდენტმა, ზაქრიძ როძიმ ტელეფონი დაკარგა და იფიქრა, რომ ის მოიპარეს, მაგრამ დაუდგენელი რჩებოდა, როგორ და როდის.

დილით გაღვიძებულმა ბიჭმა ნახა, რომ ტელეფონი აღარ ჰქონდა. სახლიდან სხვა არაფერი არ იყო წაღებული და არც ძარცვის რაიმე კვალი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ოჯახში ფიქრობდნენ, რომ სახლში ღამით ღია ფანჯრიდან ვიღაც შეიპარა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭის მამამ სახლის უკან მაიმუნი შენიშნა. სტუდენტმა კიდევ ერთხელ დარეკა საკუთარ ტელეფონზე და მისი ხმა ჯუნგლებიდან გაიგონა. ზაქრიძი ზარის ხმას მიჰყვა და ჭუჭყიანი ტელეფონი პალმის ქვეშ იპოვა. როდესაც ის გაწმინდა და მეხსიერებას ჩახედა, ნახა, რომ ტელეფონში მაიმუნის უამრავი სელფი და ვიდეო იყო გადაღებული, მათ შორის იმ მომენტში, როდესაც პრიმატი ტელეფონის შეჭმას ცდილობდა.

ამ ფაქტს მედიასა დ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაიმუნები საიფნორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში ექცევიან. 2017 წელს ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთან. მაიმუნმა მას კამერა მოჰპარა და სელფი გადაიღო. ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ფოტოზე საავტორო უფლება მაიმუნს ეკუთვნოდა. საბოლოდ სასამართლომ ფოტოგრაფის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქმე. ფოტოგრაფი კი ვიდეომასალიდან შემოსავლის 25%-ს ყოველწლიურად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას სწირავს.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system