თავში

დაკარგული 7 წლის გოგონას მშობლებს სატანური ფოტოები უპოვეს - PHOTO

დაკარგული 7 წლის გოგონას მშობლებს სატანური ფოტოები უპოვეს - PHOTO
დაკარგული 7 წლის გოგონას მშობლებს სატანური ფოტოები უპოვეს - PHOTO

7 წლის ჟულიეტ დე დრუმაგე ზაპატა უკანასკნელად 4 თვის წინ პარაგვაიში, ემბოსკადას ფერმაში, მინდორში მოთამაშე ნახეს. გოგონა ფერმაში დედასთან, 10 წლის დასთან და გერმანელ მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა მისი დაკარგვიდან 24 საათის შემდეგ განაცხადეს. ფრანგული და პარაგვაის მოქალაქეობის მქონე ჟულიეტი  15 აპრილს დაიკარგა. 

დაკავებულია გოგონას დედა ლილიან ზაპატა და მამინაცვალი რეინერ ჰელმუტ ობერუბერი. სამართალდამცავებმა ისინი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მამინაცვლის ტელეფონში ბავშვების გენიტალიების ფოტოები და ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი კადრები იპოვეს.

მოგვიანებით ორივე მშობლის ტელეფონში სატანური რიტუალების ამსახველი ფოტოებიც აღმოაჩინეს.

ქალსა და მამაკაცს ბავშვების მიმართ უყურადღებობა ედებათ ბრალად, მამინაცვალი ასევე ბავშვთა პორნოგრაფიაშია დადანაშაულებული.

გოგონას მისტერიულ გაუჩინარებასთან დაკავშირებით დღემდე საქმის ახალი დეტალები არ არის ცნობილი. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ბავშვი შესაძლოა ცოცხალია და მისი პოვნის იმედი აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system