თავში

დაკარგული არასრულწლოვანი პორნოგრაფიის გავრცელებისთვის დაკავებულის კარადაში იპოვეს

დაკარგული არასრულწლოვანი პორნოგრაფიის გავრცელებისთვის დაკავებულის კარადაში იპოვეს
დაკარგული არასრულწლოვანი პორნოგრაფიის გავრცელებისთვის დაკავებულის კარადაში იპოვეს

არასრულწლოვანი ბიჭი, რომელსაც ორ წელიწადზე მეტია ეძებენ, გერმანიის პოლიციამ იპოვა. ის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილის კარადაში იყო დამალული. ქალაქ რეკლინგაუსენში მდებარე სახლი სამართალდამცველებმა პარასკევს გაჩხრიკეს.

„პოლიციის ოფიცრებმა 44 წლის მამაკაცის სახლი, სამხილების მოპოვების მიზნით დაათვალიერეს. ამ დროს ისინი არასრულწლოვანს წააწყდნენ. ეს არის ბიჭი, რომელსაც დიდი ხანია ვეძებდით“, - ნათქვამია რეკლინგაუსენის პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით, არ არსებობს ვარაუდი, რომ არასრულწლოვანი შენობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა. ამჟამად ბიჭი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მისი ვინაობა არ სახელდება.

პოლიციის პრეს-სპიკერის თქმით, 44 წლის მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად დაპატიმრებულია. ჩხრეკის დროს გაწვრთნილმა ძაღლებმა ელექტრონული მოწყობილობები და მონაცემთა ბაზა იპოვეს. აღჭურვილობა გამოძიებას გადაეცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system