თავში

დაკარგული დები ტყეში გარდაცვლილები იპოვეს

დაკარგული დები ტყეში გარდაცვლილები იპოვეს
დაკარგული დები ტყეში გარდაცვლილები იპოვეს

კანადაში, კვებეკის პროვინციაში, 6 და 11 წლის დაკარგული დები ტყეში გარდაცვლილები იპოვეს. პოლიცია გოგონების მამას ეძებს.  

რომი და ნორა კარპენტერები სამი დღის წინ მამასთან, მარტინ კარპენტერთან ერთად საყიდლებზე წავიდნენ და დაიკარგნენ. პოლიციამ ავარიისგან დაზიანებული მანქანა კვებეკის მაგისტრალზე იპოვა, შიგნით კი არავინ იმყოფებოდა. 

პოლიციის აზრით, ბავშვების მამა ცოცხალია, თუმცა რა მდგომარეობაში, არავინ იცის.

"ჩვენ ვთხოვთ ხალხს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ ან თუ დაინახავენ მარტინ კარპენტერს, უბრალოდ დარეკონ 911-ზე და არაფერი მოიმოქმედონ", - აცხადებენ პოლიციაში.

პოლიცია ეჭვობს, რომ შესაძლოა, მამამ შვილები გაიტაცა. ეს ინფორმაცია ჯერ დაუზუსტებელია. 

”ჩვენ რამდენიმე ობიექტი ვიპოვეთ, რომელებიც, შესაძლოა, მარტინ კარპენტერთან და მის ორ ქალიშვილთან კავშირში იყვნენ”, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

კვებეკის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ლეგოლტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა და ინციდენტს, "ეროვნული ტრაგედია" უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system