თავში

დაკარგული კატა 5 წლის შემდეგ სახლიდან 2000 კმ-ში იპოვეს - VIDEO

​დაკარგული კატა 5 წლის შემდეგ სახლიდან 2000 კმ-ში იპოვეს
დაკარგული კატა 5 წლის შემდეგ სახლიდან 2000 კმ-ში იპოვეს - VIDEO

5 წლის წინ პორტლენდში კატა სახელად საშა დაიკარგა. ახლა კი ის სახლიდან 2 ათას კილომეტრში, ნიუ-მექსიკოში იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

კატა ნიუ-მექსიკოს ქუჩებში დასეირნობდა. მას საყელური არ ჰქონდა, ამიტომ ცხოველი თავშესაფარს გადასცეს, რომლის თანამშრომლებმა ის სპეციალური სკანერით შეამოწმეს იმის იმედით, რომ მას მიკროჩიპი ექნებოდა.

მიკროჩიპი კატას მართლაც ჰქონდა. ის ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერსა და პატრონის საკონტაქტო ნომერს შეიცავდა.

თანამშრომლებმა პატრონს დაურეკეს, რომელსაც თავიდან არ სჯეროდა, რომ მისი საყვარელი კატა 5 წლის შემდეგ იპოვეს. ის თავშესაფარში ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ ეს ნამდვილად საშა იყო.

პატრონმა კატა სახლში წაიყვანა და განაცხადა, რომ აწი მას თვალს არ მოაშორებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system