თავში

დაკარგული მოგზაურები 19 დღის შემდეგ იპოვეს

​დაკარგული მოგზაურები 19 დღის შემდეგ იპოვეს
დაკარგული მოგზაურები 19 დღის შემდეგ იპოვეს

ორი ახალგაზრდა მოგზაური, 23 წლის ჯესიკა ო'კონელი და დიონ რეინოლდსი ახალი ზელანდიის კაჰურანგის ეროვნულ პარკში დაიკარგნენ. მათ კვალს მაშველებმა მხოლოდ 19 დღის შემდეგ მიაგნეს. ახალგაზრდები პარკში ფეხით სამოგზაუროდ 9 მაისს წავიდნენ და ვარაუდობდნენ, რომ იქ ერთ კვირას დარჩებოდნენ. ნისლიან ამინდში მათ გზა აერიათ, გაუვალ პარკში სხეულის დაზიანებები მიიღეს და დაიკარგნენ. ო'კონელიმ ზურგი დაიშავა, რეინოლდსმა კი - მუხლი.

წყვილს ერთი კვირის საკმარისი საკვები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ისინი მშივრები დარჩნენ.

ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მათ წყალს მიაგნეს, ისეთი ადგილი იპოვეს, საიდანაც შედარებით ადვილი შესამჩნევები იქნებოდნენ და ცეცხლი დაანთეს.

მაშველებმა წყვილის ძებნა 18 მაისს დაიწყეს და ისინი მხოლოდ დღეს იპოვეს. სამაშველო ვერტმფრენიდან ტყის შუაგულში, ძალიან პატარა მინდორზე, კვამლი შენიშნეს. წყვილი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა მშივრები და სიცივისგან გათოშილები იყვნენ, რადგან ძლიერი წვიმები გამოიარეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავს კარგად გრძნობენ.

კაჰურანგის ეროვნული პარკი ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ის სიდიდით მეორე პარკია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system