თავში

დაკავებულ ნარკობარონ ოტონიელს აშშ-ს გადასცემენ

​დაკავებულ ნარკობარონ ოტონიელს აშშ-ს გადასცემენ
დაკავებულ ნარკობარონ ოტონიელს აშშ-ს გადასცემენ

კოლუმბია ნარკობარონ დაირო ანტონიო უსუგუს (ოტონიელს) აშშ-ის გადასცემს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოტონიელი არმიის, ავიაციისა და პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. ამჟამად ის ბოგოტას სამხედრო ბაზაზე იმყოფება. პრეზიდენტი ივან დუკე ნარკობარონის დაკავებას სატელევიზიო ვიდეომიმართვაში მიესალმა.

დაირო ანტონიო უსუგუ, მეტსახელად ოტონიელი დაჯგუფება კლან დე გოლფოს (ყურის კლანს) ხელმძღვანელობს.

მანამდე კოლუმბიის ხელისუფლებამ ნარკობარონის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 3 მილიარდი პესოს (დაახლოებით 800 ათასი დოლარი) ოდენობის ჯილდო შესთავაზა, აშშ-მა კი - 5 მილიონი აშშ დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system