თავში

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ბაიდენისა და ობამას მოკვლას გეგმავდა

​დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ბაიდენისა და ობამას მოკვლას გეგმავდა
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ბაიდენისა და ობამას მოკვლას გეგმავდა

აშშ-ში, აიოვაში დაკავებულია 25 წლის კალიფორნიელი მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მისი წინამორბედის, ბარაკ ობამასა და Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

სუპერმარკეტის თანამშრომლის, კუაჩია ბრილიონ სიუნის ავტომობილში თოფი AR-15, საბრძოლო მასალა, ტყვიები, ჯავშანჟილეტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები აღმოაჩინეს.

სიუნმა პოლიციას განუცხადა, რომ ის თეთრ სახლში "ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მოსაკლავად მიდიოდა". დაკითხვისას მამაკაცმა აღიარა, რომ ბაიდენის, ობამასა და ცუკერბერგის გარდა სიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩიც ჰყავდა შეყვანილი.

ეჭვმიტანილმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის კალიფორნიაში დაბრუნებას "არ აპირებდა, რადგან მზად იყო, თეთრ სახლში ბოროტ დემონებთან ბრძოლაში მომკვდარიყო".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system