თავში

დალასის ოპერამ პლასიდო დომინგოს კონცერტი გააუქმა

დალასის ოპერამ პლასიდო დომინგოს კონცერტი გააუქმა
დალასის ოპერამ პლასიდო დომინგოს კონცერტი გააუქმა

აშშ-ს ტეხასის შტატის ოპერის თეატრმა პლასიდო დომინგოს კონცერტი გააუქმა. მიზეზად სექს-სკანდალი სახელდება, რომელიც მომღერლის სახელთანაა დაკავშირებული.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, რომელიც პლასიდო დომინგოს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უკავშირდება, დალასის ოპერამ გალა-კონცერტი გააუქმა, რომელშიც მომღერალს მონაწილეობა უნდა მიეღო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოპერის თეატრმა გაავრცელა.

11 ქალი, რომელთა შორის მომღერალი ანჯელა ტერნერ უილსონია, დომინგოს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

უილსონი აცხადებს, რომ 28 წლის ასაკში ვაშინგტონის ოპერაში თამაშობდა. ერთ საღამოს, სცენაზე გასვლამდე, მას დომინგო მიუახლოვდა, ხალათის ქვეშ ხელი შეყო და მკერდზე ფათური დაუწყო. ანჯელას თქმით, ეს ინციდენტი უკიდურესად ამაზრზენი და მტკივნეული იყო.

თავად დომინგო ბრალდებებს უარყოფს. მისი პრესს-მდივანი ნენსი სელტცერი აცხადებს, რომ ეს კომპანია მომღერლის დისკრედიტაციას ემსახურება და არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ არაეთიკურიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system