თავში

დამასკოს მიმართულებით ისრაელმა რაკეტები გაუშვა - სირიის ხელისუფლება

დამასკოს მიმართულებით ისრაელმა რაკეტები გაუშვა - სირიის ხელისუფლება
დამასკოს მიმართულებით ისრაელმა რაკეტები გაუშვა - სირიის ხელისუფლება

სირიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა. 

გავრცელებული ცნობით, რაკეტების ნაწილი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, რამდენიმე რაკეტამ კი სამიზნემდე მიაღწია.

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, რაკეტის აფეთქების ხმა დამასკოს მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. 

სააგენტო SANA-ს ცნობით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. 

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, "ჰეზბოლას" მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები იყო.

ისრაელის მხარეს ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას აქვს პოზიცია, რომ ისრაელი არ დაუშვებს სირია გახდეს ირანის დასაყრდენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system