თავში

დანია რისკის ჯგუფებს COVID-ზე ვაქცინის მე-4 დოზით აცრის

​დანია რისკის ჯგუფებს COVID-ზე ვაქცინის მე-4 დოზით აცრის
დანია რისკის ჯგუფებს COVID-ზე ვაქცინის მე-4 დოზით აცრის

დანიის ჯანდაცვის ორგანოები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას იმ ადამიანებს შესთავაზებენ, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ არიან. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

ვაქცინის "ბუსტერით" დანიის მოსახლეობის დაახლოებით 55%-ია აცრილი. მე-4 დოზა უკვე შესთავაზეს შეზღუდულ რაოდენობას, კერძოდ ართრიტით დაავადებულებს.

დანიის ჯანდაცვის სამმართველოს დირექტორმა, სორენ ბროსტრომმა აღნიშნა, რომ რისკ ჯგუფში ონკოპაციენტები, იმუნოთერაპიული პაციენტები და იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები შედიან.

"ასევე დანიის ჯანდაცვის ხელისუფლება ვაქცინის მეოთხე დოზას მოხუცთა სახლების ბენეფიციარებსა და ძალიან ასაკოვან მოქალაქეებს შესთავაზებს", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system