თავში

დანია ციფრულ COVID-პასპორტებს გამოუშვებს

​დანია ციფრულ COVID-პასპორტებს გამოუშვებს
დანია ციფრულ COVID-პასპორტებს გამოუშვებს

დანიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ციფრულ დამადასტურებელ საბუთებს დანერგავენ. ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

”დანიის ბიზნეს საზოგადოების მხარდასაჭერად, მთავრობა COVID-პასპორტს უშვებს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასადასტურებლად, მაგალითად, მოგზაურობისთვის”, - აღნიშნეს უწყებაში.

პასპორტები მოქალაქეთა შესახებ სამედიცინო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ცენტრალიზებულ შენახვას ითვალისწინებს. დანიის მთავრობამ ეს სერვისი ბიზნესსა და კულტურულ საზოგადოებებთან ერთად შეიმუშავა, რომელთაც მსოფლიოში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა სჭირდებათ.

ციფრული პასპორტის მიღება ქვეყნის მოქალაქეებს 2021 წლის თებერვლის ბოლოდან შეეძლებათ. ეს დოკუმენტები ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system