თავში

დანიამ ირანული დაჯგუფება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

დანიამ ირანული დაჯგუფება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა
დანიამ ირანული დაჯგუფება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

დანიის პროკურატურამ ირანულ-არაბული ოპოზიციური დაჯგუფების 3 წევრს ირანში ტერორიზმის დაფინანსებაში, მის მხარდაჭერასა და საუდის არაბეთის სპეცსამსახურების დახმარებაში დასდო ბრალი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

აჰვაზის ( ქალაქი ირანში ) გამათავისუფლებელი არაბული მოძრაობის (ASMLA) სამი წევრი დანიაში გასული წლის თებერვალში დააკავეს. ეჭვმიტანილები დღემდე პატიმრობაში რჩებიან. "ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა, როდესაც პირები დანიიდან სხვა ქვეყნებში არაკანონიერ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ და ტერორიზმს უწყობდნენ ხელს და აფინანსებდნენ", განაცხადა პროკურორმა ლიზე-ლოტე ნილასმა. განსასჯელების სასამართლო პროცესი 29 აპრილს დაიწყება. დანაშაული12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2020 წლის ივნისში ირანული წარმოშობის ნორვეგიელს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და ASMLA-ს წევრის მკვლელობის მიზნით შეთქმულებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system