თავში

დანიაში ასობით დამარხული წაულა მიწის წედაპირზე ამოვიდა - PHOTO

დანიაში ასობით დამარხული წაულა მიწის წედაპირზე ამოვიდა - PHOTO
დანიაში ასობით დამარხული წაულა მიწის წედაპირზე ამოვიდა - PHOTO

დანიაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო დახოცილი და შემდეგ დამარხული ასობით წაულის სხეულმა მიწა ამოანგრია და ზედაპირზე ამოვიდა. ინფორმაციას Breaking News ავრცელებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და ეს ფაქტი დახოცილი ცხოველების სხეულში დაგროვილმა გაზებმა გამოიწვია. ინფიცირებული ცხოველების უტილიზაციის წესის თანახმად, ათასობით დახოცილი წაულა დაახლოებით 2,5 მეტრის სიმაღლისა და 3 მეტრის სიგანის სამარხში დამარხეს. ზევიდან მათ ცარცის ფენა დააყარეს, შემდეგ დახოცილი ცხოველების ახალი ფენა გაუშვეს და ბოლოს ცარცითა და მიწით დაფარეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სხეულში დაგროვილმა გაზებმა მიწის ზედა ფენა ამოანგრია, რადგან ნიადაგი ფხვიერი იყო. ცხოველების ზედაპირზე ამოსული ლეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა ადგილზე ჩამარხა.

დანიის ჩრდილოეთ ნაწილში, წაულების ფერმაში კორონავირუსის გავრცელების გამო, რის შემდეგაც მათი მუტირებული ფორმით რამდენიმე ფერმერი დაინფიცირდა, ხელისუფლებამ ათასობით ცხოველის დახოცვის ბრძანება გასცა. დანიაში 2021 წლამდე წაულების მოშენება აკრძალულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system