თავში

დანიაში COVID-19 შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

​დანიაში COVID-19 შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
დანიაში COVID-19 შემთხვევების ახალი რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

დანიაში კორონავირუსის გავრცელებამ ახალი რეკორდი დაამყარა. ქვეყნის შრატის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, სამეფოში ბოლო დღე-ღამეში СOVID-19-ის 3,017 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს 2020 წლის 23 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემია იზრდება იმავე ტემპით, როგორც ბოლო კვირებში. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ თუ ახლა არაფერი გაკეთდება, მომდევნო ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება", - განაცხადა მათემატიკური ეპიდემიოლოგიის სპეციალისტმა, ვიგო ანდერსენმა.

ცნობისთვის, COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, დანიის მთავრობა საკარანტინო შეზღუდვების დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system