თავში

დანიაში საშიშმა მკვლელმა ციხიდან გაქცევა სცადა

​დანიაში საშიშმა მკვლელმა ციხიდან გაქცევა სცადა
დანიაში საშიშმა მკვლელმა ციხიდან გაქცევა სცადა

დანიაში საშიშმა მკვლელმა, რომელიც შვედი ჟურნალისტის წამებასა და მკვლელობისთვის სამუდამო სასჯელს იხდის, კოპენჰაგენის გარეუბანში მდებარე ციხიდან გაიქცა. პოლიციამ ის ისევ დააკავა. ამის შესახებ The Washington Post წერს.

ტაბლოიდმა Ekstra Bladet გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პიტერ მადსენი ბალახზე ზის, პოლიცია კი მოშორებით დგას. მედიის ცნობით, მას ხელში ქამარი ეჭირა.

მოგვიანებით პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მამაკაცი დაკავებულია.

მადსენს სამუდამო პატიმრობა 2018 წელს, 30 წლის ჟურნალისტის, კიმ უილის სასტიკი მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მამაკაცმა ის თვითნაკეთ წყალქვეშა ნავში შეიტყუა და წამებით მოკლა. სხეული მან დაანაწევრა და ზღვაში გადაადგო. მადსენი მკვლელობას უარყოფს და აცხადებს, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system