თავში

დანიაში ციფრული კოვიდ-პასპორტი დანერგეს

დანიაში ციფრული კოვიდ-პასპორტი დანერგეს
დანიაში ციფრული კოვიდ-პასპორტი დანერგეს

დანიამ აპლიკაცია Coronapas გამოუშვა. ეს არის კოვიდ-სერტიფიკატის ეროვნული ვარიანტი, რომელიც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს. პრეზენტაცია კოპენჰაგენის აეროპორტში გაიმართა.

"ციფრული სერტიფიკატი როგორც დანიის შიგნით, ასევე ევროკავშირში მოგზაურობისთვის არის განკუთვნილი. აპლიკაცია ქვეყნის მოქალაქეების პირად სამედიცინო მონაცემებს არ შეიცავს", - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეუნიკემ.

ამასთან, დანიის ფინანსთა მინისტრის, ნოკოლაი ვამენის თქმით, მოქალაქეს სერტიფიკატთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა არ დასჭირდება.

სერტიფიკატში მოყვანილია ინფორმაცია ვაქცინაციის, ანტისხეულების ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system