თავში

დანიის სასამართლომ 3 პირი "ისლამური სახელმწიფოს“ ხელშეწყობაში დაადანაშაულა

დანია სასამართლო
დანიის სასამართლომ 3 პირი ისლამური სახელმწიფოს“ ხელშეწყობაში დაადანაშაულა

კოპენჰაგენის სასამართლომ 3 მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ დახმარებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა მათთვის ტერორიზმის ბრალდება არ წაუყენებია.

სასამართლოს განცხადებით, მამაკაცებმა, რომელთაგან 2 დანიის მოქალაქეა, 2013-2017 წლებში დანიაში რადიომართვადი თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები და თბოვიზორები (ინფრაწითელი კამერები) შეიძინეს და „ისლამურ სახელმწიფოს“ გაუგზავნეს. ტერორისტული ორგანიზაცია ამ მოწყობილობებს სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში იყენებს.

დაკავებულებს ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლო გადაწყვეტილება ერთ თვეში გამოცხადდება. განსასჯელების ვინაობა სასამართლომ არ გაახმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system