თავში

დასახელდა ადამიანთა ტიპები, რომელებიც პანდემიის პერიოდს უკეთ იტანენ

დასახელდა ადამიანთა ტიპები, რომელებიც პანდემიის პერიოდს უკეთ იტანენ
დასახელდა ადამიანთა ტიპები, რომელებიც პანდემიის პერიოდს უკეთ იტანენ

იტალიელმა მეცნიერებმა დაასახელეს ადამიანთა ტიპები, რომლებიც პანდემის პერიოდს უფრო ადვილად იტანენ. ესენი არიან თავხედი, უგუნური და ამპარტავანი ადამიანები.

COVID-19-ის გამო სოციალურმა იზოლაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ფსიქოლოგიური შედეგები, მათ შორის სტრესის გაზრდა ან ემოციური კეთილდღეობის დაქვეითება. მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა 2020 წლის 10 მარტიდან 2 ივნისამდე. კვლევაში მონაწილეობდა 619 ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკი 31 წელი იყო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ფსიქოპათია ხასიათდება გულქვაობით და ემპათიის ნაკლებობით, სოციალური დომინირებით და მანიპულაციურობით, იმპულსურობითა და მღელვარების ძიებით. კვლევის თანახმად, უგუნური და ამპარტავანი ადამიანები, ისევე როგორც სხვა "ცუდი" პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები უკეთესად გადაურჩნენ კორონავირუსით დაწესებულ შეზღუდვებს და მათ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით დაბალი სტრესი მიიღეს.

ცნობილია, რომ ფსიქოპათიური თვისებები ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაუძლოს კრიზისულ სიტუაციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system