თავში

დასახელდა პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

​დასახელდა პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
დასახელდა პროდუქტი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

მანგოს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაცია და II ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Express ახალ სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სპეციალისტებმა შეარჩიეს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები და შესთავაზეს მათ, რაციონში მანგოს სუბლიმირებული რბილობი დაემატებინათ. რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცდებში მონაცილეებში ჭამის შემდეგ გლუკოზის დონე შემცირდა. ასევე, ბევრ მოხალისეს ორგანიზმში ცხიმის მაჩვენებელიც შეუმცირდა.

გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მანგოში არსებულ პოლიფენოლებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს.

”მანგო ასევე შეიცავს უამრავ ცნობილ ბიოაქტიურ ნაერთს, მათ შორის კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს, ასკორბინის მჟავას, დიეტურ ბოჭკოვან და სხვა სასარგებლო ელემენტებს”, - განაცხადეს მეცნიერებმა.

ამასთან, ამერიკელმა ექსპერტებმა დაამატეს, რომ მანგო დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ რისკის ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ის მცირე ულუფებით უნდა მოიხმარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system