თავში

დასახელდა პროდუქტი, რომელიც გულის დაავადებათა რისკებს ამცირებს

დასახელდა პროდუქტი, რომელიც გულის დაავადებათა რისკებს ამცირებს
დასახელდა პროდუქტი, რომელიც გულის დაავადებათა რისკებს ამცირებს

წყალმცენარეების საკვების სახით მიღება გულის დაავადებათა განვითარების რისკებს საგრძნობლად ამცირებს. ლამინარია იშემიურ დაავადებების პრევენციას ახდენს. წყალმცნარეების რეგულარულად მიღების შემთხვევაში მიოკარდის ინფარქტის განვითარების საშიშროება მთლიანად ქრება. ასეთ დასკვნამდე იაპონიის ეროვნული ონკოლოგიის ცენტრისა და ცუკუბის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

სპეციალისტების კვლევაში მონაწილეობა იაპონიაში მცხოვრებმა 86 ათას ადამიანამდე მიიღო. მათი ასაკი 40-დან 69-წლამდე მერყეობდა. კვების რაციონს მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ იშემიური დაავადება ექსპერიმენტის მონაწილეთაგან მხოლოდ 1200 ადამიანს განუვითარდა, რაც საერთო რაოდენობის 2% შეადგენს.

სპეციალისტების თქმით, წყალმცენარეების მიღება ყოველდღე არის რეკომენდირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system