თავში

დასახელებულია კიბოს სიმპტომი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ

​დასახელებულია კიბოს სიმპტომი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ
დასახელებულია კიბოს სიმპტომი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ

დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციის, Bowel Cancer UK-ის სპეციალისტები მოუწოდებენ ადამიანებს დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმებს, თუკი ყველანაირი ლოგიკური ახსნის გარეშე, ისინი ძალის ნაკლებობას და გადაღლილობას გრძნობენ. მათი თქმით, ეს ნაწლავის კიბოს ერთ-ერთი ადრეული სიმტპომია, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს.

სპეციალისტების თქმით, ნაწლავის კიბოს ადრეული ნიშნები საკმაოდ სუსტია და ბევრმა ადამიანმა, შესაძლოა არ იცოდეს, რომ მას საფრთხე ემუქრება. ეს დაავადება ორგანიზმში ენერგიის დონეზე მოქმედებს და მისი შემცირება ონკოლოგიის გამაფრთხილებელ ნიშანს შეიძლება ნიშნავდეს.

"ნაწლავის კიბოს სიმპტომები წონაში კლებას, მუცლის ტკივილსა და უკანა ტანიდან სისხლდენასაც მოიცავს. ნუ უგულებელყოფთ, თუ მოულოდნელ დაღლას, ძალების ნაკლებობას გრძნობთ, მიმართეთ ექიმს", - ამბობენ სპეციალისტები.

მედიკოსების თქმით, ნაწლავის კიბო ორგანიზმში რკინის უკმარისობას იწვევს, რამაც, შესაძლოა, ანემია გამოიწვიოს. ამის მიზეზი ერითროციტების რაოდენობის შემცირებაა. სწორედ ეს იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას და ტონუსის კლებას. ამ დროს ადამიანი, შესაძლოა, ფერმკრთალიც იყოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system