თავში

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს

​დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს
დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებისას, აეროპორტში დაკავების გამო და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. შესაბამისი განცხადებები Twitter– ზე გაავრცელეს ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ. ამ საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპარლამენტის სესიაზე 25 იანვარს განიხილავენ. სესია 18 იანვარს გაიხსნება.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც კონკურენციის გაწევას ცდილობენ საარჩევნო პროცესში.  ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას", - განაცხადა პომპეომ

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system