თავში

დაშავებული 62 პოლიციელი და დაკავებული 81 აქტივისტი - VIDEO

დაშავებული 62 პოლიციელი და დაკავებული 81 აქტივისტი - VIDEO
დაშავებული  62 პოლიციელი და დაკავებული 81 აქტივისტი - VIDEO

საფრანგეთში 28 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე 62 პოლიციელი დაშავდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით სულ 81 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის, 46 მათგანი დედაქალაქ პარიზში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე ქვეყნის მასშტაბით 133 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, აქედან 46 000 პარიზში. ხოლო, თავად ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს დაახლოებით ნახევარი მილიონი ფრანგი ესწრებოდა.

აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცავევმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

ცნობისთვის, ჟურნალისტთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დემონსტრანტებმა უსაფრთხოების შესახებ კანონისპროექტის 24-ე მუხლი გააპროტესტეს. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ეს "პოლიციის აგრესიისთვის კარს ხსნის" და სამართალდამცავებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

ახალი კანონპროექტი პოლიციელების უფლებამოსილებას აფართოებს და ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცავების შესახებ მაიდენტიფირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს. ცნობილია, რომ კანონის დამრღვევ პირებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და მათ ასევე ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა მოუწევთ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ინიციატივა ქვეყანაში მედიის თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system