თავში

დატბორილი სახელმწიფოს მინისტრმა მსოფლიოს მუხლამდე წყალში მიმართა

​დატბორილი სახელმწიფოს მინისტრმა მსოფლიოს მუხლამდე წყალში მიმართა
დატბორილი სახელმწიფოს მინისტრმა მსოფლიოს მუხლამდე წყალში მიმართა

კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოფემ მსოფლიო საზოგადოებას კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის (COP26) ფარგლებში მიმართა. ვიდეომიმართვაში ის მუხლამდე წყალში დგას. ანონსი საგარეო უწყების Facebook-ში განთავსდა.

ტუვალუს მინისტრის ფოტო, რომელიც კოსტიუმში, წყალში დგას, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაკეთდა.

კუნძულოვან სახელმწიფოს მსოფლიო ოკეანის დონის მატების გამო დატბორვა ემუქრება. ეს პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების შედეგია.

"განცხადება ადარებს COP26-ის კონფერენციის კონტექსტს იმ რეალობასთან, რომლის წინაშეც ტუვალუ კლიმატის ცვლილებისა და წყლის დონის ამაღლების ზემოქმედების გამო დგას. განცხადება ხაზს უსვამს თამამ მოქმედებას, რომელსაც ტუვალუ კლიმატის ცვლილების პირობებში ადამიანის მობილობის ძალიან მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად ახორციელებს", - განაცხადა მინისტრმა ვიდეომიმართვაში.

მინისტრის გამოსვლა კუნძულ ფონგაფალეზე გადაიღეს, სადაც სახელმწიფოს დედაქალაქი მდებარეობს. ტუვალუს უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან უკვე 4,8 მეტრზეა აღმოჩნდა, ხოლო სახელმწიფო ჩაძირვას აგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system