თავში

"დაუნტონის სააბატოს" მიხედვით მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ

​"დაუნტონის სააბატოს" მიხედვით მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ
დაუნტონის სააბატოს მიხედვით მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ

BBC Radio 2-თან ინტერვიუში მსახიობმა ჰიუ ბონევილმა, რომელმაც სერიალში და ფილმში "დაუნტონის სააბატო" გრაფი გრენთემ რობერტ კროულის შეასრულა, პროექტის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შესახებ ისაუბრა. ის სცენარს უკვე გაეცნო.

"არის კორონავირუსი და სანამ ის ოპტიმალურ კონტროლს არ დაექვემდებარება, ჩვენ ჩვენს საქმეებს ვერ მივხედავთ. თუმცა გადაღების მიზანი, ბუნებრივია, არსებობს. ვფიქრობ, რომ ისევე როგორც პირველი ფილმი, ესეც მოეწონება მაყურებელს ყველა იმ უბედურების შემდეგ, რაც გავიარეთ", - განაცხადა ბონევილმა.

"დაუნტონების სააბატოს" სიუჟეტი ინგლისში 1912 წელს ვითარდება. დაუნტონის სააბატოს მემკვიდრეები "ტიტანიკის” ჩაძირვის შედეგად იღუპებიან. ოჯახის ზოგიერთი წევრის მოლოდინის მიუხედავად, გრაფის უფროსი ქალიშვილი მერი ქონებას ვერ მიიღებს. მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით უნდა გაგრძელდეს. საგვარეულო საგრაფოში ტიტულისა და უდიდესი მამულის მისაღებად საშუალო წრის წარმომადგენელი, მათი შორეული ნათესავი მეთიუ, დედასთან ერთად გამოცხადდება. ოჯახის ზოგიერთი წევრი ახლა გამოსავალს მეთიუსა და მერის დაქორწინებაში დაინახავს.

სერიალში წარმოჩენილია XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში არსებული ვითარება – ტექნიკური პროგრესი, ქალთა ემანსიპაცია, პირველი მსოფლიო ომი, გრიპის პანდემია და სხვა თემები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system