თავში

Deathstroke Knights & Dragons-ის თრეილერი გამოჩნდა - VIDEO

​Deathstroke Knights & Dragons-ის თრეილერი გამოჩნდა
Deathstroke Knights & Dragons-ის თრეილერი გამოჩნდა - VIDEO

YouTube-ზე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური კომიქსის, Deathstroke Knights & Dragons-ის თრეილერი გამოჩნდა.

მულტფილმი ამავე სახელწოდების სერიალის ერთადერთ ეპიზოდზეა დაფუძნებული. მისი გაგრძელება არ ყოფილა გამოშვებული. ორიგინალური ეპიზოდი CW Seed-ის არხზე 2020 წლის იანვარში გამოვიდა.

სტულმეტრაჟიან კომიქსში საპილოტე ეპიზოდის კადრები და ახალი სცენები შევა. ის დაახლოებით 1,5-საათიანი იქნება.

მთავარი მოქმედი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელი სლეიდ უილსონია, რომელსაც ორმაგი ცხოვრება აქვს. ერთში ის მკვლელი Deathstroke-ია, მეორეში კი მზრუნველი მეოჯახე.

ანიმაციას რეიტინგი R აქვს მინიჭებული, რაც 17 წლამდე მაყურებლისთვის შეზღუდვას ნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system