თავში

დედა, რომელმაც 1 წლის შვილი ტირილის გამო გაგუდა, ციხეში გაუშვეს

​დედა, რომელმაც 1 წლის შვილი ტირილის გამო გაგუდა, ციხეში გაუშვეს
დედა, რომელმაც 1 წლის შვილი ტირილის გამო გაგუდა, ციხეში გაუშვეს

ბაშკირიის სასამართლომ, რომელმაც 1 წლის შვილი იმიტომ გაგუდა, რომ ის ტირილს არ წყვეტდა, განაჩენი გამოუტანა. საერთო რეჟიმის კოლონიაში ის 15 წელს გაატარებს. გარდა ამისა მას ბავშვის მამისთვის 1 მილიონი რუსული რუბლის ოდენობის მორალური კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

სასტიკი მკვლელობა 2019 წლის 29 აგვისტოს მოხდა. მეორე შვილმა, 5 წლის გოგონამ განაცხადა, რომ იმ დღეს დედამისი ბევრს სვამდა. 28 წლის ქალის თქმით, მან ვერ აიტანა, რომ ბავშვი სულ ტიროდა და გაგუდა ის, რის შემდეგ ცხედარი ეზოში დამარხა.

იულიამ პოლიცია თავად გამოიძახა და განაცხადა, რომ მისი შვილი გაუჩინარდა. სამძებრო ოპერაციაში პოლიცია, მაშველები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. მალე ქალმა მათ სამუშაოების შეწყვეტა სთხოვა და სასტიკი დანაშაული აღიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system