თავში

დედამ მომაკვდავი შვილი დატოვა და ბარში დასალევად წავიდა - PHOTO

​დედამ მომაკვდავი შვილი დატოვა და ბარში დასალევად წავიდა
დედამ მომაკვდავი შვილი დატოვა და ბარში დასალევად წავიდა - PHOTO

შოტლანდიაში, ლანარკშირში, ქალაქი ვიშოუში 13 წლის ბავშვი დედის უყურადღებობისა და გულგრილი დამოკიდებულების გამო გარდაიცვალა. 13 წლის რობინ გოლდის კუჭის წყლული აწუხებდა. მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, მაგრამ დედა მასზე არ ზრუნავდა და გოგონას ჩივილებს ყურადღებას არ აქცევდა. შერონი მუდმივად სვამდა, მარიხუანას ეწეოდა და მას შვილსაც სთავაზობდა. მოწმეების განცხადებით, ბავშვი შიმშილობდა და მეზობლებს ხშირად საჭმლისთვის ერთ ფუნტს სთხოვდა. დედა არ მალავდა, რომ ბავშვი მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო, ხელს უშლიდა და ერჩივნა, გოგონას ბებიასთან ეცხოვრა.

რობინის გარდაცვალების დღეს 45 წლის შერონმა შვილი სახლში მარტო დატოვა და თავად, მეგობარ მამაკაცთან ერთად, ბარში წავიდა. ბავშვი დედას დახმარებას სთხოვდა, ეხვეწებოდა, მარტო არ დაეტოვებინა, მაგრამ დედამ მას უპასუხა, რომ ბავშვს არაფერი უჭირდა და ის მხოლოდ ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ბარიდან დაბრუნებულ შერონსა და მის მეგობარ მამაკაცს რობინი ტახტზე დავარდნილი დახვდათ, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მაცივრიდან სასმელი აიღეს და დასალევად ეზოში გავიდნენ, რადგან, გარეთ კარგი ამინდი იყო. სახლში შემოსულებმა კი აღმოაჩინეს, რომ გოგონა ცოცხალი აღარ იყო.

სასწრაფოს გამოძახების შემდეგ დადგინდა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, გოგონას სავარაუდოდ კუჭის წყლული გაუსკდა. დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

შერონ გოლდის გლაზგოს უზენაესი სასამართლო განაჩენს მომდევნო თვეში გამოუტანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system