თავში

დედამიწას "დომინოს ეფექტი" ემუქრება - მეცნიერები

დედამიწას "დომინოს ეფექტი" ემუქრება - მეცნიერები
დედამიწას დომინოს ეფექტი ემუქრება - მეცნიერები

გერმანელმა და შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ორი გრადუსით დათბობამ, შესაძლოა, კატასტროფული "დომინოს ეფექტი" გამოიწვიოს. კლიმატის ცვლილება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეხება. ამის შესახებ ჟურნალი Earth System Dynamics წერს.

”ჩვენ გთავაზობთ რისკის ანალიზს და არა პროგნოზს, მაგრამ ჩვენი შედეგები მაინც შემაშფოთებელია”, - ამბობენ მეცნიერებმა კვლევაში.

ექსპერტებმა სპეციალური პროგრამების გამოყენებით პლანეტაზე კლიმატის განვითარების სამი მილიონი სცენარი შექმნეს. სცენარების დაახლოებით 30% პროცენტი "დომინოს ეფექტით" დასრულდა - როდესაც დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება იხოცება და ბუნებრივი პირობები იცვლება.

მათი თქმით, "დომინოს ეფექტისთვის" მხოლოდ ორი გრადუსი ცელსიუსის დათბობაც საკმარისია. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გლობალური დათბობა ცვლის მრავალი არსების საკვებ ჯაჭვს. შედეგად, ცხოველები იხოცებიან, ხდება გვალვა, ხანძარი, წვიმა და წყალდიდობა.

დათბობაში მნიშვნელოვან როლს ანტარქტიდასა და გრენლანდიაში ყინულის ფენების ლღვობა თამაშობს. ეს ატლანტიკაში დინებების გაცივებასა ტროპიკულ სარტყელში ნალექების შემცირებას გამოიწვევს. ამაზონიაში ტყეები სავანებად იქცევა. ყველაზე მეტად კლიმატური ცვლილებები სანაპირო ზონების მცხოვრებლებს შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system