თავში

დედამიწას ოთხი ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას ოთხი ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას ოთხი ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას მომავალი სამი დღის განმავლობაში ოთხი თვითმფრინავის ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

გამოთვლების თანახმად, ასტეროიდი 2021 CF8, რომლის დიამეტრი დაახლოებით 52 მეტრია, პლანეტას დაახლოებით ოთხი მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის.

დედამიწისკენ კიდევ ერთი ასტეროდი მოემართება, სახელწოდებით 2021 EB, რომელიც დედამიწას უფრო ახლო მანძილზე, კერძოდ 2,7 მილიონი კმ-ის დაშორებით ჩაუფრენს.

ამასთან, 7 და 8 მარტს დედამიწას ასტეროიდები 2021 EJ და 2021 DL მოუახლოვდება. 2021 EJ-ის დიამეტრი 25 მეტრია, დედამიწასა და ციურ სხეულს შორის მანძილი 1.2 მილიონ კმ-მდე შემცირდება, ხოლო 2021 DL-ის დიამეტრი 34 მ-ს შეადგენს და ის ჩვენს პლანეტას 2.5 მილიონი კმ-ის მანძილზე ჩაუფრენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system