თავში

დედამიწაზე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პიკს აღწევს

​დედამიწაზე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პიკს აღწევს
დედამიწაზე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია პიკს აღწევს

აშშ-ში, ჰავაიზე, ვულკან მანუა-ლოას ფერდობზე განლაგებულ ობსერვატორიაში, დედამიწის ატმოსფეროში პირველად, ნახშირორჟანგის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. ბოლო მონაცემებით ნიშნულმა 421 ppm-ს მიაღწია (1 ppm = ჰაერში 1 000 000 მოლეკულიდან 1 CO-ს მოლეკულას). სპეციალისტების განცხადებით, ეს ციფრი დაკვირვების წარმოებიდან დღემდე 420 ppm-ს არასოდეს აჭარბებდა. რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ ერთჯერადად დაფიქსირდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა 417ppm-ს აჩვენებდა. საშუალო წლიური მაჩვენებელი კი, შესაძლოა 416 ppm-ს გადასცდეს.

ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის (CO2) შემცველობას აშშ – ის ოკეანეების და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველო კუნძულ ჰავაიზე 1950 წლიდან აკვირდება.

ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში და ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დაწყებამდე ჰაერში ნახშირორჟანგის დონე 280 ppm-ს არ აჭარბებდა. 415,26 ppm დედამიწის ისტორიაში პირველად 2019 წელს დაფიქსირდა. 4,5 მილიონი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 415 ppm-ს აღწევდა.

CO-ს საშიში კონცენტრაცია იწყება 100 ppm - 0,01% - დან. მაღალი კონცენტრაციის პირობებში მისი მავნებლობა ჯანმრთელობაზე იზრდება. 100 ppm - იწვევს მცირე თავის ტკივილს 1-2 საათში. 400 ppm - იწვევს გულისრევას 1-2 საათში, საშიში ხდება სიცოცხლისთვის 3 საათში. 800 ppm - იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულისრევას 45 წუთში, გონების დაკარგვას 1 საათში, სიკვდილს 2-3 საათში. 1600 ppm - იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულისრევას 20 წუთში, სიკვდილს 1-2 საათში. 3200 ppm - იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულისრევას 5-10 წუთში, გონების დაკარგვას ნახევარ საათში, სიკვდილს 1 საათში. 6400 ppm - იწვევს სიკვდილს ნახევარ საათში. 12000 ppm - იწვევს წამიერ ფსიქიკურ აშლილობას, სიკვდილს 1-3 წუთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system