თავში

დედამიწაზე თოვლი, შესაძლოა გაქრეს? - PHOTO

დედამიწაზე თოვლი, შესაძლოა გაქრეს?
დედამიწაზე თოვლი, შესაძლოა გაქრეს? - PHOTO

მეტეოროლოგების პროგნოზით, დღეს არსებული კლიმატური ცვლილებების პირობებში, 21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის უმეტეს ნაწილში თოვლი შესაძლოა საერთოდ აღარ მოვიდეს. შესაბამისად, ბავშვებს წარმოდგენაც აღარ ექნებათ რა არის ციგით სრიალი, გუნდაობა და როგორ უნდა თოვლის ბაბუის გაკეთება. ასეთი პერსპექტივა და სხვა კიდევ უფრო სერიოზული ცვლილებები ელოდება სამყაროს, თუ დედამიწაზე სათბურის გაზების გამოტყორცნა არ შემცირდა.

ბრიტანელი სპეციალისტების კვლევების თანახმად, გლობალური დათბობის პირობებში, 2040 წლისთვის, ბრიტანეთში ზამთარში ყინვა თითქმის აღარსად იქნება, შოტლანდიის მაღალმთიანი ადგილების გარდა.

სათბურის გაზების გამოტყორცნის შემცირების შემთხვევაში, სამყარომ ეს პროცესები შესაძლოა შეანელოს. თუმცა, საუკუნის ბოლოსთვის თოვლი თითქმის მთლიანად გაქრება დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილიდან. ზამთარი უფრო თბილი და ტენიანი, ზაფხული კი უფრო ცხელი და მშრალი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system