თავში

დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი ანტარქტიკაში აღმოაჩინეს

​დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი ანტარქტიკაში აღმოაჩინეს
დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილი ანტარქტიკაში აღმოაჩინეს

კალიფორნიელმა მეცნიერებმა ანტარქტიკაზე აღმოაჩიენს ყველაზე ღრმა ადგილი დედამიწის ზედაპირზე. უზარმაზარი კანიონი სამხრეთ პოლუსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დენმანის მყინვარით არის დაფარული. ის დაახლოებით 3000 მეტრის ზომისაა. ინფორმაციას ამის შესახებ Science Daily-ი აქვეყნებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, მეთიუ მორლინგემის განცხადებით, მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა რაოდენობის ყინული ავსებს კანიონს. შესაბამისად მათ გამოთვალეს, რომ, კანონიო ზღვის დონიდან 3500 მეტრით დაბლა მდებარეობს და დედამიწის ზედაპირის ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს.

მონაცემები ანტარქტიკის ყინულოვანი ფენების ქვეშ დედამიწის მდგომარეობის შესახებ, მეცნიერებს, ცვლილებების პროგნოზირების საშუალებას აძლევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system