თავში

დედოფალ ვიქტორიას გაგზავნილ შოკოლადს სამხედრო 121 წელი ინახავდა - PHOTO

დედოფალ ვიქტორიას გაგზავნილ
დედოფალ ვიქტორიას გაგზავნილ შოკოლადს სამხედრო 121 წელი ინახავდა - PHOTO

დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ ოჯახში, 121 წლის წინანდელი შოკოლადი აღმოაჩინეს, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ 1900 წელს აფრიკაში მებრძოლ ინგლისელ ჯარისკაცებს საშობაოდ გაუგზავნა.

შოკოლადი მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელებსა და ბურებს შორის აფრიკაში მიმდინარე ომის მონაწილე ინგლისელ არისტოკრატს სერ ჰენრი ედვარდ პასტონ-ბედინგფილდს ეკუთვნოდა. შოკოლადი ყოფილი სამხედროს მუზარადის ყუთში, სხვენში, 500 წლის საგვარეულო სასახლეში, ნორფოლკში ინახებოდა.

ჰენრი პასტონ-ბედინგფილდი შოკოლადს, სავარაუდოდ, დედოფლის პატივსაცემად ინახავდა.

თუნუქის კოლოფზე, რომელშიც შოკოლადი იყო მოთავსებული, დედოფლის პორტრეტია გამოსახული, 1900 წელია მითითებული და დედოფალი ვიქტორია სამხედროებს ბედნიერ ახალ წელს უსურვებს.

შოკოლადი ჰენრი პასტონ-ბედინგფილდის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ მის პირად ნივთებში აღმოაჩინეს. 100 წლის ქალი 2020 წელს გარდაიცავალა.

დედოფალმა ვიქტორიამ ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის, მათი სამხედრო განწყობის ასამაღლებლად, 100 000 ფილა შოკოლადი შეუკვეთა. ტკბილეულის მწარმოებელ სამ ძირითად კომპანიას Cadbury-ს, Fry-სა Rowntree-ს მაშინ კვაკერები ხელმძღვანელობდნენ. ისინი აფრიკაში ომის წინააღმდეგი იყვნენ და შეკვეთაზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით დედოფალმა ისინი დაითანხმა და შოკოლადი სამხედროებთან გაიგზავნა.

ეროვნულ ფონდში აცხადებენ, რომ აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვნია, რადგან 121 წლის წინანდელმა თუნუქის ქილებმა ამ დრომდე მოაღწია, თუმცა შოკოლადმა რა თქმა უნდა არა.   

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system