თავში

დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპე სისხლით ნათესავები არიან

დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპე სისხლით ნათესავები არიან
დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპე სისხლით ნათესავები არიან

დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპე 70 წლიანი ქორწინების მიუხედავად, სისხლით ნათესავები არიან. ამის სესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Independent ავრცელებს.

"ისინი ბიძაშვილები არიან, სისხლის ერთ ხაზს იზიარებენ და ორივე პირდაპირ კავშირშია დედოფალ ვიქტორიასთან", - წერს გამოცემა.

ვებგვერდმა Expedia შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც გვიჩვენებს სკანდინავიისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახებს შორის კავშირს და ასევე ადგენს, თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს შორის.

ელისაბედი მამის მხრიდან სამეფო ტახტის პირდაპირი შთამომავალია. 1837 წლის თებერვალში ვიქტორია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა. 1840 წელს პრინც ალბერტზე იქორწინა და მათ 9 შვილი ჰყავდათ, აქედან 4 ბიჭი და 5 გოგო. მისი უფროსი ვაჟი ედვარდი 1841 წელს დაიბადა და ტახტზე 1901 წელს ავიდა, ხოლო მისი მეორე უფროსი შვილი ჯორჯი, რომელიც დედოფალ ელისაბედის ბაბუაა, ტახტზე 1910 წელს ავიდა. 

ვიქტორიას მეორე ქალიშვილი, პრინცესა ალისა 1843 წელს დაიბადა. 1862 წელს ლუდვიგ IV-ს გაჰყვა ცოლად და მათ 8 შვილი ჰყავდათ. 1863 წელს ელისმა პირველი შვილი, ვიქტორია გააჩინა, რომელმაც შემდგომ მამამისის ნათესავზე პრინც ლუისზე იქორწინა. 1 წლის შემდეგ მათ პირველი შვილი ეყოლათ და მას ელისი დაარქვეს. ის 1903 წელს საბერძნეთისა და დანიის პრინც ენდრიუს გაჰყვა ცოლად. მათ 5 შვილი ეყოლათ. მათ შორის პრინცი ფილიპე, რომელიც 1921 წელს დაიბადა. აქედან გამომდინარე ფილიპე და ელისაბედი მესამე ხაზის ბიძაშვილები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system