
ლონდონის პოლიციამ დააპატიმრა დედოფალ ელიზაბედ II-ის ერთ-ერთი დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც ბუკინგემის სასახლეში მუშაობდა.
Daily Mail-ის ცნობით, ყოფილ თანამშრომელს სასახლიდან რამდენიმე ნივთის ქურდობა ედება ბრალად. მან მოიპარა ფოტოსურათის ჩარჩო, რომელზეც პრინცი ჰარის სიმბოლოა ამოტვიფრული და აგრეთვე სამეფო კარის მეთაურის, ორდენის რაინდის მედალი, რომელიც მოგვიანებით eBay-ის ონლაინ აუქციონზე 350 ფუნტად განათავსა.
ამ დროისათვის სამეფო კარის 37 წლის თანამშრომელი პატიმრობაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.