
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი, ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინას რამდენიმე კვირაში მიიღებენ. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა AFP იუწყება.
გამოცემის ცნობით, სამეფო ოჯახი Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აიცრება. 94 წლის ელისაბედ II-ს და მის 99 წლის მეუღლეს აცრის რეკომენდაცია ექიმებმა მისცეს.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაცია 8 დეკემბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.