თავში

დედოფლის სამაჯურები 8 მილიონ დოლარად გაიყიდა

დედოფლის სამაჯურები 8 მილიონ დოლარად გაიყიდა
დედოფლის სამაჯურები 8 მილიონ დოლარად გაიყიდა

უნიკალური წყვილი ბრილიანტის სამაჯური, რომელიც ადრე საფრანგეთის უკანასკნელ დედოფალს, მარია ანტუანეტას ეკუთვნოდა, Christie's აუქციონზე 7,5 მილიონ ფრანკად (დაახლოებით 8 მილიონი დოლარი) გაიყიდა.

ყველა იმ სამკაულებიდან, რომელიც მარია ანტუანეტას ეკუთვნოდა, მხოლოდ აუქციონზე გამოტანილი ბრილიანტის სამაჯურები დარჩა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საფრანგეთის დედოფლის სამკაულების საბოლოო სიაში იყო შეტანილი. Christie's-ის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სამაჯურები, შესაძლოა, მოდიფიცირებული ყოფილიყო, თუმცა ქვების ზოგადი შემადგენლობა, რაოდენობა და ხარისხი, სამაგრზე არსებულის გარდა, ხელუხლებელი დარჩა.

200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მარია ანტუანეტას სამკაულები კერძო კოლექციებში ინახებოდა და პირველად Sotheby's-ს აუქციონზე 2018 წელს ჟენევაში გამოიფინა. 2018 წლის ნოემბერში გამართული აუქციონის შემდეგ მარია ანტუანეტას სამკაულები რეკორდულ 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1791 წელს, საფრანგეთის რევოლუციის პიკზე, მარია ანტუანეტა დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ დედოფალს თავი მოჰკვეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system