თავში

ირანმა ავიაკატასროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა

ირანმა ავიაკატასროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
ირანმა ავიაკატასროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა

თეირანში ჩამოვარდნილ "უკრაინის ავიახაზების" თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ მიწასთან შეჯახებამდე გაუჩნდა, - ამის შესახებ ნათქვამია ირანის სამოქალაქო ავიაციის ანგარიშში.

"თვითმხილველთა ცნობით, თვითმფრინავზე ხანძარი იყო და ის მთელ ფიუზელაჟზე გავრცელდა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ლაინერის ტრაექტორიამ აჩვენა, რომ პრობლების გაჩენის შემდეგ ეკიპაჟმა უკან, აეროპორტისკენ დაბრუნება დაიწყო. ამასთან პილოტს ბორტზე შტატგარეშე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავის "შავი ყუთების" ნაწილი დაზიანებულია. გამომძიებლების თქმით, ორი ყუთი ნაპოვნია, თუმცა მათი მეხსიერების ნაწილი განადგურებულია.

8 იანვარს ირანში "უკრაინული ავიახაზების" Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ყველა მგზავრი. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system